ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით დაიწყო. მოწმეებს შორის დღეს ვატო წერეთელიც იქნება. მისი გამოკითხვა წინა სხდომაზე გადაიდო, რადგან მოსამართლემ მას დარბაზი დაატოვებინა. შეგახსენებთ, საუბარია 16 664 000 მლნ. ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე.