საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის არ გამოცხადების საკითხს კომისია ხვალ განიხილავს.
საქმე შპს „მაგნატის“ მესაკუთრეს, ჯემალ ლეონიძეს ეხება, რომელმაც განაცხადა, რომ მის ბიზნესზე ზეწოლასა და შემდეგ უკანონო ჩამორთმევაში, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც მონაწილეობდნენ.
თემაზე ჩვენი ჟურნალისტი მანანა დევაძე მუშაობს.