ხაზარაძე-გახარიას პარტიების თანამშრომლობა 

ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავდა ერთმანეთთან კონკურენციის გამორიცხვას მომავალი მუნიციპალური არჩევნების ფარგლებში. მოხარული ვართ, რომ მემორანდუმი შედგა, – ამის შესახებ აღნიშნულია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ ერთობლივ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს პარტნიორობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე, რომელიც თბილისისა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს აყენებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ასევე, როგორც განცხადებაში წერია, ეს მემორანდუმი აღმოჩნდა კარგი მაგალითი, როგორ შეუძლია ორ განსხვავებული იდენტობის მქონე პარტიას, საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობა.