ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში

ხავიერ კოლომინას ვიზიტი გრძელდება. ნატო-საქართველოს პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიაც ესწრებოდა. მისი თქმით, აქცენტი გაკეთდა ნატო-სა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად გატარებულ რეფორმებზეც. მანამდე კი ხავიერ კოლომინას უმასპინძლეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. შეხვედრა შედგა პრეზიდენტთანაც. დაახლობით ერთ საათში კი ნატო-ს წარმომადგენელი აუდიენციას გამართავს ოპოზიციასთან.

განხილულ თემებზე ნატო-ს წარმომადგენელი, ალიანსის სამეკავშირეო ოფისში დღის ბოლოს მედიას მიაწვდის ინფორმაციას. საქართველოდან კოლომინა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.