ხათუნა გოგორიშვილის განცხადება

ჩოხატაურის ადგილობრივ ხელისუფლებას ნეპოტიზმში ადანაშაულებს „ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი. მედიას მან მუნიციპალიტეტის მიერ ერთ-ერთ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება გააცნო. მისი განცხადებით, აუდიტის დასკვნის შესაბამისად ირკვევა, რომ ჩოხატაურის მერიამ, პროგრამა „ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურისთვის“ 96 500 ლარი გამოყო, საიდანაც თავად პროგრამის განხორციელებას 9 000 ლარი მოხმარდა, დანარჩენი თანხა კი ხელფასებში დაიხარჯა. ხათუნა გოგორიშვილის თქმით, პროექტში ადგილობრივი მერიის ხელმძღვანელი პირების ცოლები არიან დასაქმებულები, რომლებიც პარალელურად, ჩოხატაურის სხვა აიპის თანამშრომლები არიან.

ბრალდებას ჩოხატაურის მერი გამოეხმაურა. ირაკლი კუჭავა ბრალდებებს უარყოფს და „ევროპულ საქართველოს“ სიცრუეში ადანაშაულებს.

დატოვე კომენტარი