ხატია დეკანოიძის განცხადება

ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. ხატია დეკანოიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ. მისივე განცხადებით, ეს ინფორმაცია პარტიას შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომლებმა მიაწოდეს. დეკანოიძე ამბობს, რომ გუშინ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და წვევამდელები დაიბარეს გენერალურ პროკურატურაში  და აიძულეს, ყალბი ჩვენება მიეცათ. როგორც პარტიაში აცხადებენ, ჩვენებებში პოლიციელებს უნდა დაეწერათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ძალადობდნენ პოლიციელებზე.

დატოვე კომენტარი