ხატია დეკანოიძის განცხადება 

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს გამარჯვების შემთხვევაში გაუჭირდებათ ურთიერთობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ამომრჩევლის შანტაჟად აფასებს ხატია დეკანოიძე. ქუთაისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი უარყოფს თვითმმართველობის და დემოკრატიის პრინციპს, თუმცა ეს ვერ შეცვლის ამომრჩევლის ნებას.