ხატია დეკანოიძის განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მათ ოფისში გამთენიისას უცნობი პირი სახურავიდან შეიპარა, რომელიც სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას აპირებდა. დეკანოიძის განცხადებით, ეს სავარაუდოდ, წინასწარ დადგმული იყო, რადგან ოფისში ელექტროენერგია გამოირთო და შესაბამისად, ოფისში დამონტაჟებულმა კამერებმა მომხდარი ფაქტი ასახა. როგორც დეკანოიძე ამბობს, ამ პირმა ოფისი მალევე დატოვა, რადგან შტაბში მყოფმა ახალგაზრდებმა მისი ფეხის ხმა გაიგეს. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მათი ვარაუდით, ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკავშირდება. მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ფარულ თვალთვალს მიმართავს, რომ ოპონენტების შტაბებში შეაღწიოს. ხატია დეკანოიძის ბრალდებას არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. რაც შეეხება გამოძიებას, შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ამ დროისათვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.