ხატია დეკანოიძის განცხადება

ეპიდვითარების პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოყენებაში ადანაშაულებს ხელისუფლებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ხატია დეკანოიძის განმარტებით, უმაღლეს სასწავლებლებში კონტაქტური სწავლების აღდგენის შემდგომ, რეგიონში მცხოვრები სტუდენტები თბილისში უნდა ჩამოვიდნენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ რაიონში არჩევნებზე ხმას ვეღარ მისცემენ. დეკანოიძის თქმით, მთავრობა ამ გზით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. პოლიტიკოსმა ამომრჩეველს ყველანაირი ნორმის დაცვით, არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.