ხატია დეკანოიძის განცხადება

ნაციონალური მოძრაობა“  შსს-ს გურიის სამხარეო სამმართველოს ბახვის პოლიციის განყოფილების უფროსის საქმიანობაზე მოკვლევის დაწყებას ითხოვს. ხატია დეკანოიძის თქმით, მამუკა ჯანანაშვილი არაერთხელ შემჩნეულია  უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. დეკანოიძის მტკიცებით, მას „ქართულ ოცნებაში“ მფარველები ჰყავს და სწორედ ამიტომ არ ხდება რეაგირება მის გადაცდომებზე.