ხატია დეკანოიძის განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ხატია დეკანოიძე მის მიმართ შესაძლო ფარული თვალთვალისთვის პროკურატურას სარჩელით მიმართავს.

დეკანოიძის თქმით, მაშინ, როდესაც ის ქუთაისსა და ოზურგეთში მოსახლეობას ხვდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები კანონის დარღვევით უთვალთვალებდნენ. დეპუტატი პროკურატურისგან ითხოვს დაიწყოს გამოძიება. დეკანოიძის განცხადებას გამოეხმურნენ მმართველ გუნდში, სადაც უკანონო თვალთვალს გამორიცხავენ.