ხატია დეკანოიძის ბრიფინგი

„სასამართლო პოლიტიკურ იარაღად რჩება, ამის დასტური კი ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესია“ – აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. ნიკა გვარამიას სოლიდარობის მიზნით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პროტესტის ნიშნად პარლამენტის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს და სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესს დაესწრება. დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი არ ასრულებს ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმას. დეკანოიძის განცხადებით, „პოლიტიკური მართლმსაჯულება, ტოტალური უკანონო მოსმენები და მედიაზე ზეწოლა ამას ნათლად ადასტურებს“.