ხატია დეკანოიძის ბრიფინგი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე კომუნიკაციების კომისიის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაჯარიმებას ეხმაურება. მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ხატია დეკანოიძის განცხადებით, გადაწყვეტილება კომისიას დამოუკიდებლად არ მიუღია და ეს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაა. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ით დააჯარიმა, რაც დაახლოებით 120 ათასი ლარია.