ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ რიგები კიდევ ერთი ადამიანით შემცირდა.

რომან გოცირიძის შემდეგ, პარტია ხატია დეკანოიძემაც დატოვა. პარტიის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე დეპუტატის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. დეკანოიძეს საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით ხაბეიშვილისგან მკვეთრად გასხვავებული პოზიცია ჰქონდა, რის გამოც მისი არჩევიდან მალევე ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. „ძველი პარადიგმით მართვა პარტიას არ არგებს“ – ასეთია დეკანოიძის პოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმს ინდივიდუალურად არღვევდა და პარტიის ახალი მენეჯმენტის და არაფორმალურ მმართველად მოაზრებული ვანო მერაბიშვილის განცხადებების საჯარო კრიტიკასაც არ ერიდებოდა. ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა პარტიის თავმჯდომარემ, დეკანოიძის ნაბიჯი ხაბეიშვილის გუნდის არც სხვა წევრებმა მოიწონეს.

გაგრძელდება თუ არა ორად გაყოფილი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან გადინების პროცესი – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.