მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ხატია ბერიკაშვილი ხელოვნების სამყაროს ახალი ნამუშევრებით დაუბრუნდა. დღეს მისი პერსონალური გამოფენა გაიხსნა, სადაც მხატვარმა ბოლო ცხრა თვის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები წარადგინა. ექსპოზიცია კაფე „ლილოში“ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.