ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი მართვით სუნთქვაზეა

ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი 30 წლის ქალი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მართვით სუნთქვაზე რჩება. მისი მკურნალი ექიმი პაციენტის მდგომარეობას სტაბილურად მძიმეს უწოდებს და მდგომარეობის გათვალისწინებით, სიტუაციის გართულებასაც არ გამორიცხავს.

ექიმის თქმით, ქალს დანით ხუთი ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდისა და მუცლის არეში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

მამაკაცი გუშინვე დააკავეს. მას 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.