ხარვეზები ტექდათვალიერების სისტემაში  

ავტომობილების ტექ-დათვალიერების პროცედურები მკაცრდება.

დამატებითი სანქციები ამოქმედდება იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებში აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებას არ მოახდენენ და მანქანების გამოყენებას განაგრძობენ.

კონტროლის გამკაცრების აუცილებლობა იმ მონიტორინგმა აჩვენა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ წელიწადნახევრის წინ ამოქმედებული რეფორმის შესაფასებლად ჩაატარა. ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილია სერიოზული დარღვევები. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მძღოლების მხრიდან მანიპულაციები და იმ ავტომობილების არასაკმარისი კონტროლი, რომლებსაც ტექ-დათვალიერების გავლის ვადები დარღვეული აქვთ.