ხარების დღესასწაული აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

ხარება ერთ-ერთია 12  უდიდეს  საუფლო დღესასწაულს შორის. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა. ლიტურგია საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. წირვის დასრულების შედეგ, შესრულდა ზიარების წესი, მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. მან დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვა გადასცა.