ხარების დღესასწაული 

21:54, 07.04.2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება სიონის ტაძარში აღავლინა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, რომელმაც მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში მარიამ ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა, რომ მასზე სული წმინდა გადავიდა და მისგან ძე ღვთისა, კაცობრიობის მაცხოვარი და მხსნელი იშვებოდა. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაული.

დღესასწაული, როგორც ჩვენი გამოხსნის დასაბამი – ამ სიტყვებით მიმართა დღეს მეუფე შიომ მრევლს.

მსგავსი