ხარების დღესასწაული

15:01, 07.04.2026

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს ზეიმობს. წირვა ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სადღესასწაულო ღვთისმსახურება სიონის ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ წარმართა. წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდა. შეგახსენებთ, რომ ხარება 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

ხატია ჯამალაშვილის ჩართვა სიონიდან #მოამბე

მსგავსი