ხარების დღესასწაული
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს ზეიმობს. წირვა ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან ტარდება. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სიონის ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო წარმართავს. წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
შეგახსენებთ, ხარება 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.
ხატია ჯამალაშვილი სიონის საპატრიარქო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში #მოამბე