ხარების დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. კათოლიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. ხარებასთან დაკავშირებით, წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. დიდმარხვის ეს დღე მართლმადიდებლებისთვის თევზით ხსნილია.

ხარება ერთ-ერთია 12 უდიდეს საუფლო დღესასწაულს შორის. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

დატოვე კომენტარი