„ხარები“ - მორაგბეთა კლუბი რუსთავიდან

თავდადება და შრომა რომ მოედანზე ფასდება, რუსთავის „ხარებში“ კარგად იციან და ამაში ქომაგების დარწმუნებასაც ახერხებენ. სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებმა უკვე დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ მათ შეუძლიათ გამოუვალ სიტუაციაშიც შეცვალონ სცენარი, თამაში კი ნამდვილ ზეიმად აქციონ. ასე მოხდა მაშინაც, როცა „დიდი ათის“ გამარჯვებული გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და 2023 წელს საქართველოს თასი რუსთავში დააბრუნა.

ჩემპიონების გზა, ეროვნული ნაკრებისთვის გამოზრდილი წარმატებული მორაგბეები და ახალი თაობა ახალი მიზნებისთვის. „ხარების“ სამჭედლო  – რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი რუსთავიდან. #მოამბერეგიონები