ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი, შესაძლოა,  პოლიციის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა იყოს.

გარდაცვლილის და პირველ არხთან ამბობს, რომ მისი ძმები ჯართს აგროვებდნენ და პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამასთან დაკავშირებით დაიბარეს.  ოჯახი ვარაუდობს, რომ სამართალდამცველები მისგან თანამშრომლობას ითხოვდნენ, მამაკაცმა კი ზეწოლას ვერ გაუძლო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.