სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა

რამდენიმე წუთის წინ ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ავრცელებს.

ადგილობრივი დასაქმებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მძიმედ დაშავდა სამი მუშა.

შეგახსენებთ, მუშები რამდენიმე დღის წინ, შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც, ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.