„ხანუმას“ პრემიერა გრიბოედოვის თეატრში

გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლ „ხანუმას“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლით თეატრმა საიუბილეო, 180-ე სეზონი დაასრულა. რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ცნობილი პიესა მაყურებელს ახლებური ინტერპრეტაციით წარუდგინა. სცენოგრაფია შოთა ბაგალიშვილს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი ანანო დოლიძეა, ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე, კომპოზიტორი კი ანუკი ცქვიტინიძე. პროექტი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.