„ხანუმა“ ბათუმის სცენაზე
ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრმა ბათუმელ მაყურებელს ავქსენტი ცაგარელის ცნობილი კომედია „ხანუმა“ წარუდგინა. წარმოდგენა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორი და სასცენო ვერსიის ავტორი ანდრო ენუქიძეა. სპექტაკლში თეატრის ოცამდე მსახიობმა მიიღო მონაწილეობა.
„ხანუმა“ თეატრის 180-ე საიუბილეო სეზონის ფარგლებში დაიდგა. პროექტი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.