ხანგოშვილის მკვლელობის საქმე 

პარიზში ჩასულ რუსეთის პრეზიდენტს განმარტებების გაკეთება ბერლინში მოკლულ საქართველოს მოქალაქეზეც მოუხდა.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გახმაურებული საქმე ნორმანდიული ოთხეულის მონაწილე ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინთან პირისპირ განიხილა. კრემლის ლიდერმა ხანგოშვილი ტერორისტად გამოაცხადა და მას მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში დასდო ბრალი. გერმანიის კანცლერი მოსკოვისგან გამოძიებასთან თანამშრომლობას ითხოვს. გერმანიის საგამოძიებო უწყებებს ეჭვი აქვთ, რომ ხანგოშვილის მკვლელობის მიღმა რუსული სპეცსამსახურების კვალია.

 

დატოვე კომენტარი