ხანძრის შედეგები მახალდიანის ქუჩაზე

ნაძალადევის რაიონში, მახალდიანისა და ჩხიკვაძის ქუჩებზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დღეს ადგილზე მისვლის შესაძლებლობა მიეცათ. მოქალაქეები ცეცხლის შედეგად გადარჩენილ ნივთებს აგროვებდნენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდა ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილეც, რომელმაც განაცხადა, რომ დაზარალებულ შვიდივე ოჯახს ქირით უზრუნველყოფენ. ზარალის დათვლა კი უახლოეს დღეებში დაიწყება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.