ხანძრის შედეგები

საბერძნეთში ტყის მასშტაბური ხანძრის მიზეზი შესაძლოა დივერსია იყოს.

ამ ეჭვს სატელიტით გადაღებული ფოტოები ამყარებს, სადაც ჩანს, რომ სამ ადგილზე ცეცხლის კერა ერთდრულად გაჩნდა. სტიქიის მძიმე შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებს საქართველოდან ჩასული მოქალაქეებიც ეხმარებიან. ბოლო მონაცემებით, ხანძარს 90-მდე ადამიანი შეწირა. ათეულობით მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ.

„მოამბე“ განაგრძობს სტიქიის ზონაში მუშაობას. გურამ როგავა და ლევან ქართველიშვილი იმყოფებიან ათენთან ახლოს, საზღვაო კურორტ მატიში, რომელიც ხანძარმა ყველაზე მეტად დააზარალა.