ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული საქონელი ჩამოეწერებათ

ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული საქონელი ჩამოეწერებათ.

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ იურისტის განმარტებით, აქტიურად თანამშრომლობენ შემოსავლების სამსახურთან. დაზარალებულები გადასახადებისგანაც გათავისუფლებიან და მათ, ვისაც ბანკიდან კრედიტი ჰქონდათ გამოტანილი, გადავადებაში დაეხმარებიან.

პარალელურად შენობაში დაზარალებულებს ეტაპობრივად უშვებენ. მათ ის სარეალიზაციო პროდუქცია გამოაქვთ, რომელიც ხანძარს გადაურჩა. საუბარია იმ პირებზე, ვისაც მალფუჭებადი პროდუქცია აქვს.