ხანძრის შედეგად დაზარალებულების შეხვედრა მერიაში

18:06, 01.05.2025

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგებსა და დაზარალებულების წინაშე არსებულ პრობლემებს. ვიცე-მერმა მოვაჭრეებისგან მოისმინა ინფორმაცია, მათი საჭიროებების შესახებ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დაზარალებულები მერიას მიაწვდიან უფრო ზუსტ ინფორმაციას დამწვარი ტერიტორიის ფართობის, დაზარალებულების რაოდენობისა და ზარალის ოდენობის შესახებ. მერიაში შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც დაზარალებულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საკუთარი მოთხოვნები მერიასთან გაეჟღერებინათ. თბილისის მერიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, თავად დააკომპლექტეს სამუშაო ჯგუფიც, რომელიც უწყებაში მოლაპარაკებებზე შევიდოდა. მერიაში მიმდინარე პროცესის პარალელურად, დაზარალებულთა ნაწილი შედეგებს შენობასთან ელოდებოდა.

მსგავსი