ხანძრის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ხანძრის შედეგად დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ეგვიპტის მოქალაქე დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. კლინიკის ექიმების ინფორმაციით, მას ხელის მტევნებსა და ფეხის ტერფებზე მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. ასევე პაციენტს დამატებითი კვლევები უტარდება, მათ შორის სასუნთქ მილებზე, რაც შესაძლოა დაკვამლიანების გამო დაზიანებულიყო.