ხანძრის მასშტაბური კერები ევროპაში
ევროპაში ძლიერი ხანძრების პარალელურად არც პროგნოზია დამაიმედებელი. მეტეოროლოგების ცნობით, კონტინენტის თავზე ე.წ. სიცხის გუმბათი კვლავ შენარჩუნდება. ხანგრძლივი გვალვისა და ძლიერი ქარის გამო ტყის მასშტაბური ხანძრებია საბერძნეთში, სადაც ცეცხლის ჩაქრობას ავიაციაც უშედეგოდ ცდილობს. ბოლო ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენის დასავლეთით ტყის ხანძრის ჩაქრობისას ორი სახანძრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. ამჟამად ფსათას რაიონში ეკიპაჟების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინ ლოკალიზებული ხანძარი კვლავ გააქტიურდა საფრანგეთშიც. ვარის რეგიონში 2500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. წყლის დონე რეკორდულად შემცირდა დუნაიში, გვალვამ რუმინეთში პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის წარმოებაში.