ხანძრის კერები თურქეთსა და საბერძნეთში

თურქეთში მასშტაბური ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ცეცხლის ჩაქრობას ორი მეხანძრე ემსხვერპლა. ხანძრის ასამდე კერიდან უმეტესობა კონტროლირებადია, თუმცა, ვითარება ზოგიერთ პროვინციაში კვლავ რთული რჩება. ძლიერი სიცხის გამო, ტყის ხანძრების საფრთხე არსებობს საბერძნეთშიც, სადაც სახანძრო და სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. ცეცხლი მძვინვარებს იტალიის უმსხვილეს კუნძულ სიცილიაზე.