ხანძრის კერები კახეთში

ახალსოფლის გარდა, ხანძარი იყო თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში. სოფელ იყალთოში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, სადაც 7-სულიანი ოჯახი ცხოვრობდა. ცეცხლი სახლში, სავარაუდოდ სახურავიდან გაჩნდა, თუმცა, რა მიზეზით, ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშვებულა.

სოფელ რუისპირში კი ცეცხლი ეკალბარდებს მოედო, არსებობდა ხანძრის საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საშიშროებაც, თუმცა ადგილობრივებმა, სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ცეცხლი დროულად ჩააქრეს. ახლა იქ ხანძრის კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.