ხანძრები საფრანგეთსა და ესპანეთში

15:23, 28.07.2026

საფრანგეთში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან. პრეზიდენტი ქალაქ ბორდოში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცენტრს ეწვია. ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მასშტაბური ხანძრების ჩაქრობის პროცესში მონაწილეობენ. ამასთან, მასშტაბური ხანძრების განზრახ გაჩენისთვის საფრანგეთში სულ 162 პირი დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით ცეცხლის გავრცელება ძირითად შემთხვევებში მოქალაქეების დაუდევრობის ბრალია. ბოლო ცნობებით ესპანეთსა და საფრანგეთში ევაკუირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 360 000-ს გადააჭარბა.

მსგავსი