ხანძრები ევროპაში
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის მასშტაბური ხანძრების ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ორივე ქვეყნის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელი ძლიერი სიცხისა და გვალვის გამო სიტუაცია უახლოეს დღეებში შეიძლება გაუარესდეს. საფრანგეთში განსაკუთრებით რთული ვითარება ჟირონდას პროვინციაშია. ძლიერი ხანძარი ქალაქ ბორდოდან 15 კილომეტრში მძვინვარებს. რამდენიმე დასახლებიდან ევაკუირებულია 220 ათასი ადამიანი. შექმნილი სიტუაციის გამო საფრანგეთის პრეზიდენტმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. ემანუელ მაკრონი მოქალაქეებს ზარალის ანაზღაურებას ჰპირდება. „აქტიური და უკონტროლო“ – ასე აფასებენ სპეციალისტები ხანძარს ესპანეთის დედაქალაქის სიახლოვეს. მადრიდის, ავილას და ტოლედოს რეგიონებში ხანძარი 77 ათას ჰექტარზეა მოდებული. ცეცხლის შედარებით პატარა კერა ფიქსირდება ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქ ვალენსიასთანაც.