თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა. გიორგი ლელაშვილი მაშინ გარდაიცვალა, რა დროსაც სამუშაოების დროს კედელი დაინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს. ხანძარი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში გუშინ გაჩნდა. დამწვარია შენობის სახურავი და მესამე სართულზე განლაგებული საოფისე ფართები. ჯამში დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრის ფართობი. ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ხანძრის ლიკვიდაციას დაახლოებით 3 საათის განმავლობაში 10-ზე მეტი სახანძრო სამაშველო ჯგუფი ცდილობდა. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახსა და ახლობლებს დრეს პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა.