ხანძარს თბილისში ადამიანი ემსხვერპლა 

15:25, 29.03.2025
თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა – შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული. შემთხვევის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი საცხოვრებელ სახლში ანთებულმა სანთელმა გამოიწვია. შემთხვევის დროს სახლში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც არსებული ინფორმაციით, ბინიდან მეზობლების დახმარებით გამოვიდა.

მსგავსი