ხანძარი სვანეთში - სოფელ ზესხოში ტყის საფარი იწვის

ხანძარია სვანეთში. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში ტყის საფარი იწვის. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. რთული რელიეფის გამო, ადგილი სახანძრო ავტომობილებისთვის მიუდგომელია. შესაბამისად, ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალა ცდილობს, ადგილზე 120 მეხანძრე მაშველი მუშაობს.

მეხანძრე მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ვერტმფრენის ჩართვა.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2 ჰექტარზე მეტი ფართობი.