ხანძარი ყვარლის რაიონში  

სტიქიას ებრძვიან კახეთშიც. ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფელთან ახლოს, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება დილიდან განახლდა. რელიეფი მისადგომად რთულია, ამიტომაც ცოცხალ ძალასთან ერთად, ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოყენების გადაწყვეტილებაც მიიღეს.

იწვის ტყის მასივის დაბალი ფენა, გამხმარი ბალახი და ფოთოლი. განადგურებულია სამ ჰექტრამდე ფართობი. ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან 5 კილომეტრის მოშორებით გაჩნდა. ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

რა ვითარებაა კახეთში, სტიქიის ზონაში ჟანა დიდებაშვილი მუშაობს.