ხანძარი ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში

ყვარელში ისევ ვერ ხერხდება ხანძრის ლოკალიზება. ცეცხლის ქრობის სამუშაოები ისევ გრძელდება, ადგილზე იმყოფებიან სატყეო სამსახურის თანამშრომლები და მეხანძრეები. თუმცა, სამუშაოებს ქარი და რთული რელიეფი აფერხებს. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ყვარელში ჩაგურგურას ხეობაში სამი ჰექტრის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ხანძარი ტყეში, სავარაუდოდ, ორი დღის წინ გაჩნდა და ძლიერი ქარის შედეგად ირგვლივ ტერიტორიაზე გავრცელდა.