ხანძარი წალენჯიხაში

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ამ დრომდე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. ცეცხლი მთის ფერდობზეა მოდებული, სადაც გამხმარი ფოთლები და ბუჩქები იწვის. ადგილზე მეხანძრე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერამდე შესაბამისი ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება და მაშველები სპეცაღჭურვილობით ქვეითად მუშაობენ. ამ წუთისთვის ცეცხლის ერთი კერა ლიკვიდირებულია, მეორე კერაზე კი 15 მეხანძრე მუშაობს. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული, შესაბამისად, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

დატოვე კომენტარი