ხანძარი წალენჯიხაში

მაშველები ქვეყნის მასშტაბით ტყის მასივებზე გავრცელებულ ხანძარს ებრძვიან. ქრობის პროცესი უკვე მესამე დღეა გრძელდება. ამ დროისთვის 11 ლოკაციაზე მუშაობენ მაშველები. ბოლო 48 საათში დაფიქსირებული 243 კერიდან 232 სრულად ლიკვიდირებულია. ხანძარია სამეგრელოშიც. წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ქრობის სამუშაოებში 30 მაშველია ჩართული.