ხანძარი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ტყეში ისევ ხანძარია. ინფორმაციას საქართველოს პირველ არხს დაცული ტერიტორიების სააგენტოში უდასტურებენ. მათი თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, იმავე ადგილის მიმდებარედ გაღვივდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ტყის საფარს ცეცხლი ეკიდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილზე გასულები არიან სამაშველო ბრიგადები და რეინჯერები, რომ ვითარება შეაფასონ და საჭიროებისამებრ, გამოიძახონ დამატებით ტექნიკა. რაც შეეხება ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას, ჯერჯერობით ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოში არ ფლობენ.

დატოვე კომენტარი