ხანძარი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე 

ვაშლოვანში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის, დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლის ღია კერა აღარ შეინიშნება და ხანძარი ჩამქრალია. დაიწვა ოთხი ჰექტარი ტყის ქვედა საფარი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, მაშველებს ცეცხლის ჩაქრობა ინდივიდუალური აღჭურვილობით უწევდათ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ვერტმფრენიც. ხანძარი ვაშლოვანის ნაკრძალში მიმდინარე კვირის განმავლობაში ორჯერ გაჩნდა. პირველ ჯერზე ეს მეხის ჩამოვარდნას დაუკავშირეს. რა გახდა ახალი კერების გაჩენის მიზეზი უკვე გუშინ, ეს ამ ეტაპზე დაუზუსტებელია.

მოამბე

დატოვე კომენტარი