ხანძარი ვაჩნაძიანში

ვაჩნაძიანში ხანძრის შედეგად ექვსსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მარჩილაშვილების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ოჯახმა ვერც საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა მოასწრო.

ადგილზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

მარჩილაშვილებს დახმარებას დაპირდა ადგილობრივი ხელისუფლება. გურჯაანის მერის განმარტებით, დაზარალებული ოჯახი, რომელიც ღია ცის ქვეშ, სახლის გარეშე დარჩა, 5 ათას ლარს მიიღებს. მერია მათ დროებით საცხოვრებელ ფართსაც უქირავებს. რაც შეეხება მომხდარის მიზეზს, რამ გამოწვია ხანძარი ჯერჯერობით უცნობია. დეტალები უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.