ხანძარი თურქეთში

თურქეთის სამხრეთ რეგიონში ტყის ხანძრებს ებრძვიან. დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა ორასს აღწევს. ხანძრის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. სტიქიის ზონებში ათასამდე მეხანძრე და ასობით ტექნიკაა მობილიზებული. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ქვეყნის შეიარაღებული ძალებიც. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის კერების უმეტესობის ლოკალიზება მოხერხდა, ძლიერი ქარის გამო პერიოდულად ახალი კერები ჩნდება. ხანძრის გავრცელების საფრთხის წინაშეა თურქეთის პოპულარული საზღვაო კურორტები ანტალია, ბოდრუმი და მარმარისი.