ხანძარი თბილისში
ხანძარი იყო თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარედ. „აგროჰაბის“ ტერიტორიასთან დამწვარია საწყობის ნაწილი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ დენის სადენებზე მოკლე ჩართვა მოხდა.